არჩევნები 2020

გახარია: არჩევნები ისე უნდა ჩავატაროთ, რომ არავის ჰქონდეს კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა

ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც ვებრძვით, პარალელურად არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, თან ისე, რომ არავის არ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ იმას, ვისაც ვთვლით ღირსეულად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სიღნაღში, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე თქვა.

კომენტარები