ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ხელვაჩაური მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორი კაცის ცხედარი ამოასვენეს მანქანიდან, რომელიც მეწყერში მოჰყვა. სამი გარდაცვლილი ერთი ოჯახის წევრია - მათი სახლი მეწყერმა წაიღო. 

"120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა.

ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები