ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დღეს ბათუმში მასობრივი ტესტირების საჭიროება არაა

თერმოსკრინინგი მნიშვნელოვაინია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა სიმპტომები შეაფასონ და მიმართონ კლინიკას. დღეს ბათუმში მასობრივი, ფართო ტესტირების საჭიროება არაა, გადავედით მიზნობრივ ტესტირებაზე და სკრინინგზე იმ ჯგუფებში, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ, ან ვინცაა ახლო კონტაქტი უკვე დადასტურებული ინფიცირებული პირის.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა.

კომენტარები