აშშ

ბაიდენი ტრამპს და პირველ ლედის Covid-19-ისგან სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახალი კორონავირუსისგან სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ჯილი და მე პრეზიდენტ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას პრეზიდენტის და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის" - წერს ჯო ბაიდენი.

74 წლის დონალდ ტრამპს და 50 წლის მელანია ტრამპს ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდათ. ისინი თეთრ სახლში თვითიზოლაციაში არიან. ტრამპი მუშაობას თეთრი სახლიდან აგრძელებს.

ანგელა მერკელმა, ბორის ჯონსონმა და სხვა მსოფლიო ლიდერებმა მათ სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.

ვიცეპრეზიდენტ, მაიკ პენსს და მის ცოლს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. 

კორონავირუსის ტესტს ჯო ბაიდენიც გაიკეთებს, რადგან მან და ტრამპმა ორი დღის წინ პირველი საპრეზიდენტო დებატები გამართეს.

კომენტარები