ეკონომიკა

საპენსიო ფონდში დაგროვილმა თანხამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო ფონდში დაგროვილმა თახნამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისთვის ფონდში ერთ მილიონზე მეტი მოქალაქის დანაზოგია დაგროვილი. 

სააგენტოს ცნობით, დაგროვებით სქემაში მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა მზარდია და ბოლო სამი თვის განმავლობაში მას 12 000 მოქალაქე შეურთდა. 

ამ დროისთვის დაგროვილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული და ეფექტური 11%-იანი სარგებელი ერიცხება. ხოლო უკვე დარიცხული სარგებელი 100 მილიონ ლარს შეადგენს. 

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაზოგით უკვე 484 პირმა ისარგებლა. 

ცნობისთვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია 40 წელზე მაღალი ასაკის მოქალაქეებისთვის და იძულებითი - 40 წლამდე ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის. 

საპენსიო სქემა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 

კომენტარები