"ბუბა კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლო". – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ბუბა კიკაბიძეზე მას შემდეგ, რაც იგი ენმ-სა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას საარჩევნო სიის პირველ ნომერად დაასახელა.
ბოკუჩავას შეფასებით მათი საარჩევნო სია გამარჯვების ფორმულაა, რადგან, როგორც თავად განმარტავს "ამ არჩევნებში გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს".
ენმ-სა და ძალა ერთობაშიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ბუბა კიკაბიძე
- გრიგოლ ვაშაძე
- ნიკა მელია
- ხატია დეკანოიძე
- კობა ნაყოფია
- დევი ჭანკოტაძე
- ლევან ვარშალომიძე
- სალომე სამადაშვილი
- ზალიკო უდუმაშვილი
- ხათუნა სამნიძე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ისა კი მაჟორიტარულით გულისხმობს. არჩევნებზე დარეგისტრირებულია 66 პარტია.