ემინემი

ემინემის ფანი რეპერის ტატუების რაოდენოებით მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა

BBC

აბერდინში მცხოვრები 35 წლის ნიკი პატერსონი ერთი მომღერლისადმი მიძღვნილი ტატუების სიმრავლით გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა.

პატერსონს სხეულზე ემინემის 16 ტატუ აქვს. რეპერის პირველი ტატუ თაყვანისმცემელმა 19 წლის ასაკში გაიკეთა. 

სულ პატერსონს 52 ტატუ აქვს გაკეთებული, აქედან 28 ემინემის შემოქმედებას ეხება. 

"14 წლის რომ ვიყავი Stan მოვისმინე, მას შემდეგ მსგავსი არაფერი განმიცდია". – ამბობს გინესის რეკორდსმენი.


ფოტო: BBC

კომენტარები