არჩევნები 2020

კობახიძე ოქრიაშვილზე: პროვოკაციებით გამოირჩევიან, ჩამოშორება უალტერნატივოდ სწორი იყო

პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია, პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, ნიკანორ მელია და იმამკულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. 

მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ ქართული ოცნებიდან მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კახა ოქრიაშვილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში გადასული დეპუტატზე, რომელიც დღეს კენჭს ძალა ერთობაშიას სახელით იყრის.

კომენტარები