არჩევნები 2020

სამინისტრო: თეა წულუკიანი დღეს მინისტრობის 8 წელს შეაჯამებს

საქართველოს მთავრობა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 29 სექტემბერს, 20:00 საათზე ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს და 8-წლიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. 

თეა წულუკიანი 10 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციული საარჩევნო სიის მეოთხე ნომრად წარადგინა. ამასთან, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, იუსტიციის მოქმედმა მინისტრმა მედიასთან თქვა, რომ 8 წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ადამიანი ერთ სისტემას ხელმძღვანელობდეს. მინისტრმა იანვარში გაკეთებულ კომენტარში იმაზეც მიანიშნა, რომ ახალი პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ, ის ამ თანამდებობას აღარ დაიკავებდა, თუმცა, პოლიტიკაში დარჩებოდა. 

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრად ყოფნის პერიოდში. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი სამთავრობო ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა თეა წულუკიანი, დიდი მარცხებისა და მისი გადაყენების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე იკავებდა თანამდებობას. მისი მინისტრობის პერიოდში 5 პრემიერმინისტრი გამოიცვალა – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია. 

იუსტიციის მინისტრის რანგში თავისი 5-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, თეა წულუკიანმა არაერთი გახმაურებული საქმე წააგო, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სასამართლოებში. ნახეთ თითქმის ყველა მარცხი აქ. 

კომენტარები