რეცესია იწვევს, რა თქმა უნდა, ზეწოლას ვალუტის კურსზე, ბუნებრივია. თქვენ იცით, რომ გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს, მათ შორის, უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე და მომავალი წლისთვის უკვე პროგნოზი არის + 5%.
ახლა, როდესაც არის გადასაგორებელი ეს რეცესიის პერიოდი, რაც პანდემიით არის გამოწვეული, სჭირდება, რა თქმა უნდა, ლარს მხარდაჭერა, თანადგომა, შემდეგ ლარი იქით დაეხმარება ეკონომიკას - ეს არის მარტივი ეკონომიკური რეალობა.