ტრეილერი

კომედიური სერიალის TRUTH SEEKERS-ის ტრეილერი გამოვიდა

Collider

სტრიმინგსერვისმა Amazon-მა, მომავალი კომედიური სერიალის, Truth Seekers-ის ტრეილერი გამოაქვეყნა.

სერიალის მთავარი გმირები პარანორმალური მოვლენების შემსწავლელი ჯგუფია, რომლებიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე მიტოვებულ სახლებსა და ეკლესიებში ატარებენ დროს.

კომედიაში მთავარ როლებს ნიკ ფროსტი და საიმონ პეგი ასრულებენ, რომლებიც ასევე პროექტის შემქმნელები და შოურანერები არიან. 

სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს იგეგმება.

კომენტარები