საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუს გენდირექტორის ხელფასი 6 000 ლარით გაიზარდა და 10 000 ლარი გახდა

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა.

სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გენერალური დირექტორი ყოველთვიური ხელფასის სახით ხელზე 10 000 ლარს აიღებს. აქამდე, ეს თანხა 4 000 ლარი იყო. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. მეორე ტურში გადავიდნენ ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი და ალექსანდრე ვახტანგოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის თქმით, არ სურს, წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდეს და ამიტომ გადადგა.

გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით ნიშნავს.

კომენტარები