ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. საუკეთესო სურათად კი ქლოი ჟაოს ფილმი, Nomadland-ი დასახელდა.
Nomadland-ი პირველი ფილმია, რომელმაც ერთ წელს ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალების მთავარი ჯილდო მიიღო.
საუკეთესო სამეულში რეჯინა კინგის One Night In Miami-ი და ტრეისი დირის Beans-ი მოხვდა. საპატიო ჯილდოები ენტონი ჰოპკინსს, ქეით უინსლეტსა და კომპოზიტორ ტერენს ბლენჩარდს გადაეცათ.
კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის ჯილდო(FIPRESCI) ქართველ რეჟისორს, დეა კულუმბეგაშვილს ფილმისთვის, დასაწყისი გადაეცა.
სექციაში - Midnight Madness-ი როზანა ლიენგის ფილმმა, Shadow in the Cloud-მა გაიმარჯვა.