თბილისის მეტრო

15-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან თბილისის მეტრო კვლავ 00:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერია

15-თვიანი შეზღუდვის შემდეგ, დღეიდან თბილისის მეტრო კვლავ 00:00 საათამდე იმუშავებს. მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

სამუშაოები მეტროს ენერგოუსაფრთხოების გამართული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო. 15 თვის განმავლობაში შეიცვალა 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი. ამ დროის მანძილზე მეტრო 23:00-მდე მუშაობდა.

კომენტარები