ნაციონალური მოძრაობა

გოცირიძე: ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა, დღეს ლარი მართვით სუნთქვაზეა

ქვეყანას არ აქვს ეროვნული ვალუტა, დღეს ლარი არის მართვით სუნთქვაზე და პანდემიის პერიოდში ცნობილი ტერმინი თუ გინდათ რომ ვიხმარო და დავახასიათო თქვენი შედეგები, მართვითი სუნთქვის აპარატი არის ეროვნული ბანკი, ჟანგბადი კი არის ის ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი ინტერვენციების სახით იყენებს, სხვა მექანიზმები არ არსებობს, არც ინვესტიციები, არც რაიმე უნარი, რომ ბიუჯეტში ხარჯები შეკვეცოთ, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილის გარემოცვასა და მისი ბიზნესის ინტერესებთან.

მიექანება დაღმართში მანქანა, რომლის მძღოლი ვერ მართავს საჭეს და არ უმუშავებს მუხრუჭები. ერთადერთი მუხრუჭი ეს არის ხელის მუხრუჭი, მოსწევ მაგრად და გადავარდება ხრამში. 45 დღე უნდა მართოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციებით, სხვა გამოსავალი არ არის, რომ მივიდეთ არჩევნების შედეგამდე და შემდეგ უკვე გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გადავარჩინოთ ლარი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები