განზრახ მკვლელობა

ყაზბეგში ორი კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისიტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები