სტრიმინგ სერვის Netflix-მა აარონ სორკინის ახალი ისტორიული დრამის, The Trial of the Chicago 7-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.
მომავალ სურათში მთავარ როლებს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, საშა ბარონ კოენი, ედი რედმეინი, აჰია აბდულ-მარტინ II ასრულებენ.
ფილმი 1969 წლის სასამართლო პროცესს ეფუძნება, რომელშიც ანტივიეტნამური მიტინგის ორგანიზატორები სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს.
The Trial of the Chicago 7 სტრიმინგ სერვისზე 16 ოქტომბერს გამოვა.