კორონავირუსი საქართველოში

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

kvira.ge

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელ მდივანს, დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. პარტიის ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სულ საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 - ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები