კორონავირუსი საქართველოში

გახარია: სიტუაცია კონტროლქვეშ არის, მალე დღეში 10 000 PCR ტესტის გაკეთებას შევძლებთ

ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა ისევე, როგორც სოციალური ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR ტესტს აკეთებდა და დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება. სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არის.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება". მისი თქმით, "როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება, ვვარაუდობდით შემდგომას და ნუ, შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება".

კომენტარები