Keeping Up with the Kardashians

კარდაშიანების ოჯახის სერიალი 2021 წელს დასრულდება

კარდაშიანები თავის სერიალს, Keeping up with the Kardashians-ს ხურავენ.

ამის შესახებ ოჯახმა საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც მათ "გასაოცარ ფანებს" მიმართეს.

"14 წლის, 20 სეზონის, ასობით სერიისა და რამდენიმე სპინ-ოფ შოუს შემდეგ ჩვენ, როგორც ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ დავასრულოთ ეს განსაკუთრებული თავგადასავალი". – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ კრის ჯენერი, კორტნი კარდაშიანი, კიმ კარდაშიანი, ქლოი კარდაშიანი, რობ კარდაშიანი, კენდალ ჯენერი, კაილი ჯენერი და სკოტ დისიკი.

სერიალის პრემიერა E!-ზე 2007 წელს შედგა. კარდაშიანების ოჯახს შოუმ დიდი პოპულარობა შესძინა.

"Keeping up with the Kardashians-ის გარეშე იქ არ ვიქნებოდი, სადაც ახლა ვარ. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვიყურებდა და მხარს მიჭერდა მე და ჩემს ოჯახს გასული 14 წლის განმავლობაში". – წერს კიმ კარდაშიანი.

სერიალის ფინალური, მე-20 სეზონი 2021 წელს გამოვა.

კომენტარები