არჩევნები 2020

თურნავა: დისტანციური მუშაობა ვიცი, მაგრამ დისტანციური პრემიერი ნაციონალების ნოუ-ჰაუა

ეს მისი განცხადებები ანეკდოტს ემსგავსება და ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება. ჩამოვა, არ ჩამოვა. იმასაც გეტყვით, ნახევრად ხუმრობით, რომ პანდემიაა, მთელი მსოფლიო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. გამიგია დისტანციური მუშაობა, გამიგია დისტანციური სწავლება, მაგრამ დისტანციური პრემიერობის კანდიდატობა ნაციონალების ნოუ-ჰაუა.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, გაერთიანება ძალა ერთობაშიას მიერ პრემიერმინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარადგენაზე.

კომენტარები