ახალი კორონავირუსი საქართველოში

მაღაზიათა ქსელის "ნავნე" თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიების ქსელ "ნავნეს" ინფორმაციით, თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ცნობით, თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იყო და მაღაზიის სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

მაღაზიათა ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტები უკვე გამოვლენილია, – "ნავნე" გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. "ნავნეს" არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი ორ კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები".

3 სექტემბერს, საქართველოში Covid-19-ის 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 ადამიანი. ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები