ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 38 შემთხვევა იქნება თუ 50 დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის არ წარმოადგენს

ეს [შემთხვევების მატება] პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ზაფხულია, შიდა ტურიზმის სერიოზულად არის გაზრდილი. 38 შემთხვევა იქნება თუ 50 არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სისტემისთვის. ის სრულად მართვადი და კონტროლირებადია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას და არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ქართველებმა დავამარცხეთ ახალი კორონავირუსი – არ დაგვიმარცხებია. ინფექცია ცირკულირებს ქვეყანაში, ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება მიუთითებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს [...] მაშინ საშიშროება დადგება ფართომასშტაბიანი გავრცელების.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები