ედ შირანი

ედ შირანს პირველი შვილი შეეძინა

BBC

ბრიტანელ კომპოზიტორსა და მომღერალს ედ შირანს და მის ცოლს, ჩერი სიბორნს პირველი შვილი შეეძინათ. 

მშობლებმა ახალშობილ გოგონას ლირა ანტარქტიკა სიბორნ შირანი დაარქვეს.

"სალამი. ახალი ამბავი უნდა გაგიზიაროთ. გასულ კვირას ექიმების ბრწყინვალე გუნდის დახმარებით ჩერიმ ლამაზი და ჯანმრთელი ქალიშვილი ლირა ანტარქტიკა სიბორნ შირანი გააჩინა. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიეთ". – წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.

შირანმა მომავალი ცოლი 11 წლის ასაკში გაიცნო. 2017 წელს წყვილი დაინიშნა. 2019 წელს შირანი და სიბორნი დაქორწინდნენ.

კომენტარები