გიგა ბოკერია

ბოკერია: უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა მთავრობა თქვენ, ჩვენს ფულს ჩვენ მაგივრად ფლანგავს

ივანიშვილი არც მინდა ვახსენო. რომ არ დავემსგავსოთ სხვა პარტიებსაც, სრული პატივისცემით, ჩვენ არ ვამბობთ უბრალოდ სადღეგრძელოებს, ჩვენ არ ვპირდებით ხალხს, რომ ასე, უბრალოდ, ციდან ჩამოვარდება ოქროს კოშკები. ჩვენ ყველას გვჭირდება ის, რაც ყველა მოქალაქეს აკერია პირზე როცა ხვდები - სამუშაო ადგილები. ხალხს თუ არ ექნა შანსი, რომ საკუთარი შრომით მოიპოვოს ბედნიერება, საკუთარი შრომით არჩინოს ოჯახი ქვეყანა ამ ჩიხიდან ვერ გამოვა, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ? ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა გარდამტეხი ცვლილებების.

უნდა შევამციროთ გადასახადები, ის ფული, რომელსაც ბიუროკრატები თქვენი, ჩემი, ყველა მშრომელი ადამიანების ჯიბიდან იღებენ და მერე ფლანგავენ ან სულელურად ხარჯავენ ან კორუფციაზე. ეს გადასახადები უნდა შემცირდეს. თითოეულ ოჯახს, საშუალოდ, ჩვენი რეფორმის შემდეგ, ჯიბეში დარჩება 2000 ლარი. არ არის სადღეგრძელო, არამედ კონკრეტული მეტი სახსარი რომ ოჯახი შეინახოს და მეწარმემ თავისი საქმე გააკეთოს, ახალი ხალხი დაასაქმოს, ახალი სამუშაო ადგილები შექმნა, გადასახადების დაწევა არის საკვანძო გეგმის ნაწილი ჩვენი. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილება. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა მთავრობა თქვენ, ჩვენს ფულს ჩვენ მაგივრად ფლანგავს. ეს ფული რომ დაგვრჩეს ჯიბეში ჩვენ, 2000 ლარი, საშუალოდ, ყველა ოჯახს, ერთ წელიწადში.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.

კომენტარები