გიგა ბოკერია

ბოკერია: ყველგან არის უყურადღებობის, ფეხებზე დაკიდების განცდა

ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც აქ ვართ შეკრებილი, ყველა საქართველოს მოქალაქემ იცის, როგორ გასაჭირშია ქვეყანა, როგორ ჩიხშია შეყვანილი, როგორ უჭირთ ადამიანებს, როგორ არიან განცდით უიმედობის, უპერსპექტივობის, მაგრამ, საარჩევნო კამპანიის დროს, ყოველთვის კიდევ უფრო მკვეთრად აწყდები ამ გასაჭირს აქ, ფოთში, ხობში, სენაკში. ის, რაც ისედაც ვიცოდი, ათასჯერ უფრო მძიმე სურათი დავინახე. ყველგან არის უყურადღებობის, გადაგდების, ფეხებზე დაკიდების განცდა, არ მომერიდება ამ სიტყვის [თქმა]. 

ყველგანაა განცდა, რომ ადამიანებს ყოფენ თავისიანებად, მთავრობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, ყველგან არის ჩაწყობა და უპატრონობა, დაცინვა და ქედმაღლობა. ეს არის ის განცდა, რაც ყველგან დავინახე. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ყველა ეს ადამიანი, ვისაც წესით მოქალაქეების სამსახურში ყოფნის განცდა უნდა ჰქონდეს, ერთ რამეს ემსახურება, ერთი კაცის, ივანიშვილის, სიამოვნებას, იმიტომ, რომ მასზე გრძნობენ თავს დამოკიდებულებად, მის წინაშე არიან ანგარიშვალდებული და არა თქვენ წინაშე და არა ფოთელების, ხობელების და სენაკელების წინაშე და არა საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ ყველამ ერთად და მინდა, რომ თქვენი ხმაც გავიგო, რომ ასე გაგრძელება აღარ მოხდება, როგორც აქ უკვე ითქვა. ჩვენ გვჭირდება ამ ხელისუფლების დასრულება და დიახ, გარდამტეხი ცვლილებები. სწორ გზაზე დგომა და სწორი კომპასი და თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ევროპული საქართველო ამას გავაკეთებთ ორი თვის შემდეგ, პირველივე ას დღეში.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.

კომენტარები