ისეთი სამარცხვინო კამპანიის ჩატარებას, როგორსაც ოცნება და ივანიშვილის გუნდი ატარებს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ცივილიზებულად მოქცევას. ერთი ფილმია, რომელიც მახსენდება, "მარსი გვიტევს", ყველას ვურჩევ, რომ ნახოს. კომედიაა, როგორ გვიტევენ უცხოპლანეტელები. ჩამოდიან, ხალხს ხოცავენ და თან მიკროფონში ყვირიან, ჩვენ მშვიდობით მოვედითო. ამ ფილმს მახსენებს ივანიშვილის გუნდი. ვის უკითხავენ ესენი მორალს ცივილიზებულ საქციელზე და წესიერად მოქცევაზე?
tbl.ge/51fh
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს ოპონენტი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, "ასეთივე მაღალი პასუხისმგებლობით ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია".
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




