ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

პრინცესა დაიანას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში მის ქანდაკებას დადგამენ

პრინცესა დაიანას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში მის ქანდაკებას დადგამენ. ინფორმაციას ავრცელებს კენსინგტონის სასახლე. 

პრინცესა დაიანას ქანდაკებას კენსინგტონის ბაღებში, 2021 წლის 1-ელ ივლისს დადგამენ. ქანდაკებაზე მუშაობა 2017 წელს, პრინცების, უილიამისა და ჰარის დაკვეთით დაიწყო. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ისინი, ვინც  კენსინგტონის სასახლეს ეწვევა, "მის ცხოვრებასა და მემკვიდრეობაზე დაფიქრდებიან."

ორშაბათს, 31 აგვისტოს, 23 წელი გადის მას შემდეგ, რაც პრინცესა დაიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქანდაკების დადგმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. 

კომენტარები