არჩევნები 2020

სამი თაობის ფოთელი - გირჩმა ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად ბორის ჩელე ყურუა წარადგინა

ბორის ყურუა

პარტია გირჩმა ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად ბორის ჩელე ყურუა წარადგინა.

"გვინდა წარმოგიდგინოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი - ბორის "ჩელე" ყურუა

  • სამი თაობის ფოთელი
  • სისხლის სამართლის მაგისტრი
  • Students for liberty-ს წევრი 2016 წლიდან

თავად ყურუამ ფეისბუქზე დაწერა:

"ამ არჩევნებში მე ვიქნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გირჩიდან.

პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ანუ იმდენივე გამოცდილება მაქვს, რამდენიც ფინანსური სახსრები.

სამაგიეროდ, ბევრი იდეისთვის თავდადებული ტიპია ჩემს ირგვლივ და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩხუბს, ძიძგილაობას და ასე შემდეგ, არ მგონია, სხვა რამ სჭირდებოდეს კიდევ.

დაგააფდეითებთ ხოლმე".

კომენტარები