სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის სათაო ოფისის ფასადი და ბანერები დააზიანეს

სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ცენტრალური ოფისის გარე ფასადი და ბანერები დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა. 

"ჩვენი სათაო ოფისი გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი. დაზიანებულია გარე ფასადი, დაზიანებულია ბანერები და რომ არა ჩვენი ოფისის დაცვის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება, ზარალი შესაძლებელია გაცილებით მეტი ყოფილიყო". – თქვა სერგო ჩიხლაძემ. 

პარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად და დროულად მოხდეს საკითხზე რეაგირება. როგორც სერგო ჩიხლაძე ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია. 

ტაბულა დაუკავშირდა შსს-ს და მასალა უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე განახლდება. 

კომენტარები