ჯასტინ ტრუდოს ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი კომიქსი გამოვა

HuffPost Canada

კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს ბიოგრაფიის მიხედვით კომიქსი გამოვა.

კომიქსების კომპანია TidalWave Productions გრაფიკული ნოველების სერიის Political Power-ის ფარგლებში 24-გვერდიან ნომერს დაბეჭდავს.

ახალი კომიქსი ტრუდოს ბავშვობას, მამასთან(კანადის მე-15 პრემიერმინისტრი პიერ ტრუდო) ურთიერთობას, მასწავლებლის კარიერასა და ხელისუფლებაში მოსვლას შეეხება.

ჯასტინ ტრუდო 2015 წლიდან კანადის პრემიერმინისტრია. 

კომენტარები