ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 პირის ინფიცირების წყარო ლენჯერია.

ეზუგბაიას ცნობით, დანარჩენი 2-დან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანია, ხოლო ერთი იმპორტული შემთხვევაა. დღეს, 12 აგვისტოს, COVID 19-ისგან 4 პირი გამოჯანმრთელდა, – "ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი".

კოვიდცენტრებში ვირუსულ ინფექციაზე 203 პაციენტი მკურნალობს, აქედან 7-ის მდგომარეობა რიტიკულია, – "გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს". – ამბობს მარონა ეზუგბაია.

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

რა უნდა გააკეთოთ, თუ ბოლო 2 კვირაში მესტიაში იყავით და ვირუსის სიმპტომები გამოგივლინდათ ნახეთ აქ.

კომენტარები