ლელო საქართველოსათვის

ლელოს, "აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის​​" დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

ლელოს, პოლიტიკურ გაერთიანებას, "აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის​​" დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. 

"დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა ლელოს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის". – თქვა პარტია ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.

გაიაშვილის თქმით, მისთვის პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება საკმაოდ მძიმე იყო.

"საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ ლელოში". – აღნიშნავს გაიაშვილი.

კომენტარები