ევროპული საქართველო

ბობოხიძე: ვიბრძვით უკეთესი ქვეყნისთვის, სადაც ადამიანებს მთავრობის დახმარება არ სჭირდებათ

ევროპული საქართველო

ხონის, ვანის, წყალტუბოსა და სამტრედიის საარჩევნო ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კაკო ბობოხიძის თქმით, ის აპირებს იბრძოლოს იმისთვის, რომ საქართველოში მოქალაქეებს მთავრობის დახმარება აღარ სჭირდებოდეთ და თვითმყოფადები იყვნენ. 

ამის შესახებ კაკო ბობოხიძემ ხონში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა. 

"უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ – რისთვის ვაპირებთ ბრძოლას? ვიბრძვით უკეთესი და აღორძინებული ქვეყნისთვის. ქვეყნისთვის, სადაც ადამიანებს მთავრობის დახმარება კი არ სჭირდებათ, არამედ ადამიანები თვითონ მიხედავენ თავის თავს და თავის პრობლემებს და თუ ჩვენ ამ ამოცანაზე შევთანხმდებით, მაშინ უკვე იკვეთება, თუ ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ. 

დღეს ამ ყველაფრის შემჩერებელი და ამ ყველაფრის ხელის შემშლელი არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, ამიტომ, ვაპირებ ბრძოლას უკეთესი ქვეყნისთვის და ვაპირებ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის მოკლედ ფორმულა, რაც ჩვენ ამ 2-3 თვის განმავლობაში გვაქვს განსახორციელებელი". – თქვა კაკო ბობოხიძემ. 

მოქმედი დეპუტატის მოსახლეობისთვის წარდგენას ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძეც ესწრებოდა. ბაქრაძის თქმით, ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, სიღარიბე და უპერსპექტივობა, ისევე, როგორც აღარ უნდათ, რომ კვლავ აწუხებდეთ კრიმინალი. 

"გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის მხოლოდ ერთი – არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ვიღაც აირჩიოს და კაბინეტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში". – თქვა დავით ბაქრაძემ. 

ხონის, ვანის, სამტრედიისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში კაკო ბობოხიძის ოპონენტი ქართული ოცნებიდან გივი ჭიჭინაძე, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია ნახეთ აქ. 

კომენტარები