კორონავირუსი საქართველოში

სუბარი: ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში

მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის დამყოლობა ტესტირებაზე არის მაღალი, თუმცა დღეს მე სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინ მომაკითხავს, არც არავინ გაბედოს, მათ შორის ჩემი ნაცნობების...მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად მალე დამთავრდება ეს შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დამთავრდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, მისულიყო გასასინჯად ცხელების ცენტრში და გაეკეთებინა ტესტი. 

პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი ტელეკომპანია ფრომულასტან საუბარში.

კომენტარები