ოსკაროსანი მსახიობი და ბენდის Thirrty Seconds to Mars ფრონტმენი, ჯარედ ლეტო ახალ ბიოგრაფიულ დრამაში, ლეგენდარული მხატვრის, ენდი უორჰოლის როლს შეასრულებს.
"ეს სიმართლეა, ახალ ფილმში ენდი უორჰოლს განვასახიერებ. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, აღფრთოვანებული ვარ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.
პროექტზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
სხვადასხვა დროს უორჰოლი ეკრანზე დევიდ ბოუიმ, გაი პირსმა და ევან პეტერსმა გააცოცხლეს.
მომავალ წელს ჯარედ ლეტოს მონაწილეობით ორი პროექტი გამოდის. კომიქსების ეკრანიზაცია Morbius-ი და თრილერი The Little Things-ი.