ჯარედ ლეტო

ჯარედ ლეტო: "ოსკარის" ქანდაკება სამი წლის წინ დავკარგე

Oscars

მსახიობმა ჯარედ ლეტომ ჯეიმს კორდენთან ინტერვიუში აღიარა რომ უკვე 3 წელია 2014 წელს მიღებულ "ოსკარის" ქანდაკებას ეძებს.

"3 წლის წინ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალე. გარკვეული დროის შემდეგ ახალ სახლში "ოსკარის" ქანდაკება ვეღარ ვიპოვე. ჯილდო სასწაულებრივად გაუჩინარდა. სადღაც არის, მაგრამ ვერავინ იპოვა ამდენი ხნის განმავლობაში. მთავარია, რომ ქანდაკება სადღაც არსებობს, არ მგონია, მპოვნელს ნაგავში გადაეგდო. ვიმედოვნებ, ახალი პატრონი ჯილდოს კარგად უვლის". – ამბობს ლეტო.

ჯარედ ლეტომ 2014 წელს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო "დალასის მყიდველთა კლუბში" განსახიერებული ტრანსგენდერი ქალის როლისთვის მიიღო.

29 იანვარს ლეტოს, დენზელ ვაშინგტონისა და რამი მალეკის მონაწილეობით ახალი ფილმი "The Little Things" გამოვა.

 

კომენტარები