აგვისტოს ომი

ნადირაშვილი: ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი ოკუპანტია

"ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთი ოკუპანტია. შესაბამისად, ყველა ადამიანის ვალია, რომ პატივისცემა გამოხატოს იმ გმირების წინაშე, ვინც ჩვენი შვილების თავისუფალი და ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ". – ამბობს რუსთავში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი რუსთავში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ. კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს. დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"ასეთი დღეები როცა გახსენდება კიდევ უფრო მეტად გინდა, რომ შენი ქვეყანა მეტად იყოს დაცული, არასდროს აღარ იყოს საფრთხის ქვეშ და მთავარი ბრძოლა ჩვენ წინ გვაქვს, როდესაც ქვეყნის დასავლური მომავალი არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ". – ამბობს ნადირაშვილი.

კომენტარები