NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პოლონეთი

ანდჟეი დუდას ინაუგურაციას ოპოზიციის წევრები LGBT დროშის ფერების სამოსით დაესწრნენ [ფოტოები]

პარასკევი, 7 აგვისტო, 2020 - 17:57
tbl.ge/4zg7
დაკოპირდა
ანდჟეი დუდაŁukasz Błasikiewicz/Kancelaria Sejmu
Reuters
Reuters
Reuters

გუშინ პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ინაუგურაციის ცერემონიაზე პარლამენტში ოპოზიციური პარტიის წევრები ლგბტ დროშის ფერების სამოსითა და ცისარტყელას დროშის ნიღბებით დაესწრნენ. პარლამენტის წევრებმა ასე გამოუცხადეს სოლიდარობა ლგბტ თემის წევრებს.

"ჩვენ გვინდა შევახსენოთ ანდჟეი დუდას, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა არავის შეურაცხყოფს. პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კი უნდა დაიცვას თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა". – დაწერა Twitter-ზე ოპოზიციური პარტიის Razem-ის წევრმა პარლამენტარმა, მაგდა ბიეიატმა.

"გვინდოდა შეგვეხსენებინა პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთვის, რომ კონსტიტუციაში არის თანასწორობის გარანტია ყველასთვის. ჩვენ არ გვინდა მისი მეორე ვადის დროს ისეთივე მდგომარეობა  იყოს, როგორც წინასაპრეზიდენტო კამპანიისას." – თქვა ოპოზიციონერმა პარლამენტის წევრმა ანნა მარია ზუკოვსკამ.

წინასაპრეზიდენტო კამპანიის დროს პრეზიდენტმა დუდამ თქვა, რომ ლგბტ არ გამოხატავს ადამიანებს, არამედ არის იდეოლოგია. დუდამ ისიც აღნიშნა, რომ ლგბტ იდეოლოგია კომუნიზმზე სახიფათო იყო. პრეზიდენტის ეს განცხადება ლგბტ ადამიანების დეჰუმანიზაციად შეფასდა.

პოლონეთის მმართველი ნაციონალისტური პარტიას, კანონი და სამართლიანობა, არაერთხელ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ ლგბტ თემის უფლებები ძალადობრივი უცხოური იდეოლოგიაა, რომელიც პოლონურ ფასეულობებსა და ტრადიციულ ოჯახს ძირს უთხრის.

ანდჟეი დუდაპოლონეთიLGBTლგბტლგბტ დროშაცისარტყელა დროშალგბტ უფლებები

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 8 მაისი, 2026 - 17:55პოლონეთმა ევროკავშირის თავდაცვის პროგრამის საშუალებით €46.7 მილიარდის სესხი დაამტკიცა
  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025 - 13:37პოლონეთში 19 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას გეგმავდა
  • ორშაბათი, 17 ნოემბერი, 2025 - 12:43ტუსკის თქმით, პოლონეთში სარკინიგზო ხაზზე მომხდარი აფეთქება საბოტაჟი იყო
  • კვირა, 19 ოქტომბერი, 2025 - 17:51პოლონეთში, ვარშავაში, რუსეთის საელჩოს ავტომობილი გზაზე ამოტრიალდა
  • ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025 - 22:54ტუსკი: ჩამოვაგდებთ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე შემოიჭრება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველო მიიჩნიეს რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად - გეგელია ყულევზე
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 12:17

საქართველო მიიჩნიეს რუსეთის ომის ეკონომიკის შემადგენელ ნაწილად - გეგელია ყულევზე

დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - მშობელი
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 11:34

დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - მშობელი

სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 11:15

სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა

ამოღებულია 16კგ-ზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, დაკავებულია 3 პირი – შსს
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:47

ამოღებულია 16კგ-ზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, დაკავებულია 3 პირი – შსს

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

ყველაზე კითხვადი

"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
1"ამპუტირებული აქვს თითი" – კლინიკაში რჩება პირი, რომელმაც ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა
2რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება 4 თვით შეიზღუდება – ალტერნატიული მარშრუტები
3გენერალი კეინის თქმით, უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო
4ზატულინი გიორგი ჭიღლაძეზე: დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
5ყულევის ნავთობქარხანას ტრანზაქციები 6 თვეში აეკრძალება, თუ EU-ს პირობები არ შესრულდება

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕