MAKE ELLEN ERIC

ერიკ ანდრემ ელენ დეჯენერესის ადგილას საკუთარი თავის დანიშვნის პეტიციას ხელი მოაწერა

Entertainment Weekly

ელენ დეჯენერესის შოუს გარშემო ხმაური გრძელდება. ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომელშიც ხელმომწერები დეჯენერესის ადგილას შოუს წამყვანად ცნობილ კომიკოსს ერიკ ანდრეს დანიშვნას ითხოვენ. სახუმარო პეტიციას თავად ანდრეც გამოეხმაურა.

"ელენი გახდეს ერიკი". – წერია დაფოტოშოპებულ სურათზე.

ერიკ ანდრე კომიკოსი მსახიობია. 2012 წლიდან სატელევიზიო არხზე Adult Swim მას აქვს საკუთარი შოუ Eric Andre Show, რომელშიც წამყვანი მოწვეულ სტუმრებს აბსურდულ, ხშირ შემთხვევაში უხერხულ სიტუაციებში აგდებს.

დეჯენერესის შოუ Ellen-ის გარშემო სკანდალი გასულ კვირას გამოცემა BuzzFeed-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაიწყო. სკანდალის დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

კომენტარები