RATCHED

RATCHED-ის ტრეილერი გამოვიდა

Befunky

სტრიმინგსერვისმა Netflix-მა ახალი დრამატული სერიალის Ratched-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალი სერიალის მთავარი გმირი ფსიქიატრიული კლინიკის ექიმი რეტჩედია, რომელიც პირველად ეკრანზე მილოშ ფორმანის საკულტო ფილმში "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" გამოჩნდა. შოუს მოქმედება ფილმამდე 30 წლით ადრე განვითარდება.

პროექტს ამერიკული საშინელებათა ისტორიის შემქმნელი რაიან მერფი ხელმძღვანელობს. რეტჩედის როლს სარა პოლსონი ასრულებს.

 

კომენტარები