კევინ ჰარტი

კევინ ჰარტმა ელენ დეჯენერესს მხარი დაუჭირა

People

პოპულარული სატელევიზიო წამყვანის, ელენ დეჯენერესის გარშემო ატეხილ სკანდალს კომიკოსი კევინ ჰარტი გამოეხმაურა.

"ვგიჟდები იმის ყურებით, რის საჯაროდ ატანაც უწევს ჩემს მეგობარს. ელენს წლებია ვიცნობ და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპია ამ დედამ****ულ პლანეტაზე. გაცნობის დღიდან ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარია. ინტერნეტი ნეგატიური ემოციების სამყაროდ გარდაიქმნა, ჩვენ მოგვწონს ადამიანების დაცემის ყურება. როგორ მოვედით აქამდე? ეს სიძულვილით აღსავსე ნეხვი უნდა დასრულდეს. საბედნიეროდ, სიძულვილი მოდიდან მალე გადავა. ეს პოსტი სხვების გრძნობების უგულებელყოფას არ ეძღვნება, მე, უბრალოდ, ჩემი მეგობრისადმი დამოკიდებულება გიჩვენეთ. მიყვარხარ მუდამ, ელენ". – წერს კომიკოსი სოციალურ ქსელში.

ელენ დეჯენერესის შოუს დახურვა ემუქრება, სკანდალის დეტალები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები