თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

დედა ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს სახლიდან გასვლისას შავი მაისური ეცვა, ცხედარს კი - თეთრი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილს სახლიდან გასვლისას შავი მაისური ეცვა, ცხედარს კი, რომელიც სოფელ გოლთეთში იპოვეს - თეთრი. 

"თეთრი აცვია სურათებშიო, მეზობელმა კი მითხრა, რომ შავი ეცვა. ჩემმა მეზობელმა რომ ნახა, ძალიან კარგად მახსოვს, მითხრა, რომ ეცვა შავი", - ამბობს თამაზაშვილი ფორმულასთან ინტერვიუში. 

სოფელ გოლთეთში მცხოვრები ქალი, რომელიც ყვება, რომ ბაჩალიაშვილი დაინახა, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მას თეთრი მაისური არ ეცვა.  

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

რა ვიცით თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები