საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

თბილისის მერია: 1-16 აგვისტოს ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოები თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმების, მდგომარეობის შესწავლის და დაზიანების შემთხვევაში აღდგენის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები