რეკლამა

® აჭარაბეთმა კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის

“აჭარაბეთმა“ კვლევა ჩაატარა ქართველ ფეხბურთის ქომაგებს შორის, რომელშიც 1,600-ზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და თავიანთი საყვარელი გუნდებიდან ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებამდე თავიანთი მოსაზრება ყველა საკითხზე დააფიქსირეს.

კვლევაში მონაწილე გულშემატკივრების 37.3% ბარსელონას ქომაგი იყო, 27.6% კი მადრიდის რეალის. მათ შემდეგ მოდიოდნენ ტურინის იუვენტუსი (8.3%), მილანი (5.7%), იუნაიტედი (5.4%), ლივერპული (4.6%) და ბაიერნი (4.1%)

"სხვა" გუნდების გულშემატკივრები მონაწილეთა 2.1%-ს შეადგენდნენ, დორტმუნდს სულ 3 გულშემატკივარი აღმოაჩნდა, მანჩესტერ სიტის კი 7.

ჩელსიმ (2%), ინტერმა (1.1%) და არსენალმაც (1.1%) მიიღეს მხარდაჭერის პატარა პროცენტები.
 

მესი თუ რონალდუ?

გამოკითხულთა 59.6% თვლის, რომ ლიონელ მესი რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია.

მესიმ გამოკითხვაში 1000-ზე მეტი ხმა მიიღო და, რაც უფრო საინტერესოა, ერთის გარდა ის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ლიდერობს.

ერთადერთი კატეგორია, რომელშიც მეტი ხმა რონალდუმ მოაგროვა, 46-55 ასაკის ქალბატონები იყვნენ. აქ პორტუგალიელმა ხმების 62.5% მოაგროვა და არგენტინელს აჯობა.

საუკეთესო შემტევი მესი-რონალდუს გარდა

როგორც წესი, საუკეთესო თავდამსხმელის გამოვლენისას კამათი ლუის სუარესსა და რობერტ ლევანდოვსკის შორის მიდის ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თვლის, რომ საუკეთესო შემტევი კილიან მბაპეა.

მბაპემ ხმების 27.5% მოაგროვა და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 17 ხმით აჯობა.

მათ შემდეგ ხმების 24.9%-ით მოდის ნეიმარი, ლუის სუარესი კი მეოთხე ადგილზე ხმების მხოლოდ 10.1%-ით მოხვდა.

შემდეგი პოზიციები სალაჰმა (4.5%) და ედენ აზარმა (3.7%) გაინაწილეს.

საუკეთესო ნახევარმცველი

გამოკითხვის შედეგებში აქ სიურპრიზები არ ყოფილა - პირველი ადგილი დე ბრუინმა არავის დაუთმო და თითქმის ორჯერ მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე მეორეადგილოსანმა ლუკა მოდრიჩმა.

დე ბრუინი თავისი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხმების 38.7% სრულიად დამსახურებულად მიიღო.

მესამე ადგილზე ტონი კროოსი გავიდა (16.6%), მეოთხე კი სერხიო ბუსკეცმა (11.1%) დაიკავა.

სხვათა შორის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთა უმრავლესობამ ხმა მიანიჭა არა დე ბრუინს, არამედ ბუსკეცს, რომელმაც ქალების ხმების 26.6% მოაგროვა.

საუკეთესო ცენტრალური მცველი

საუკეთესო ცენტალურ მცველად ძალიან დიდი უპირატესობით დასახელდა სერხიო რამოსი, რომელმაც ხმების 50.6% მოაგროვა და მეორეადგილოსან ვან დეიკს 313 ხმით აჯობა.

მესამე ადგილზე პიკე გავიდა, რომელმაც ხმების 6.2% მოაგროვა, მეოთხეადგილოსან ჯორჯო კიელინის კი ხმების 5.9% ხვდა წილად

რამოსი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დომინირებს, გარდა 36-45 წლის ადამიანებისა. აქ მამაკაცების რჩეული ვან დეიკი აღმოჩნდა, ქალბატონებისა კი პიკე.

საუკეთესო განაპირა მცველი

საუკეთესო განაპირა მცველად ხმების 40.7%-ით მარსელო დასახელდა, მეორე ადგილი კი 37 წლის დანი ალვეშმა დაიკავა, რომელიც თავის თანამემამულეს 177 ხმით ჩამორჩა.

მესამე ადგილზე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გავიდა ხმების 13.5%-ით, 4-5 ადგილები კი ხორდი ალბამ და დავიდ ალაბამ დაიკავეს.


საუკეთესო მეკარე

მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ დასახელდა უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც ტერ შტეგენს მცირე, მაგრამ დამაჯერებელი უპირატესობით აჯობა და ხმების 31.2% მოაგროვა.

ბარსელონას გერმანელ კიპერს ხმების 24.1% ხვდა წილად, მისმა ნაკრების ძირითადმა კონკურენტმა მანუელ ნოიერმა კი 15.1% აიღო.

იან ობლაკს, რომელიც ბოლო წლებში ტოპჩემპიონატებში ყველაზე ნაკლებ გოლს უშვებს, ხმების მხოლოდ 12.2% შეხვდა, ალისონმა და დე ხეამ კი 6.5 და 6.5 პროცენტი მოაგროვეს.

ტიბო კურტუა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა, 21 გოლი აქვს გაშვებული, ხმების 2.4%-ს დასჯერდა.

საუკეთესო მწვრთნელი

საუკეთესო მწვრთნელად გულშემატკივრებმა პეპ გვარდიოლა დაასახელეს, მეორე ადგილი კი იურგენ კლოპმა დაიკავა.

რა თქმა უნდა, ინგლისის წლევანდელ ჩემპიონატში მათი დაპირისპირება სულ სხვანაირად განვითარდა და გამარჯვებული გამოვიდა გერმანელი სპეციალისტი, თუმცა ჯერ-ჯერობით პეპზე მეტი ხმის მოგროვებას ვერავინ ახერხებს.

ზინედინ ზიდანმა, რომელიც დიდწილად კორონავირუსის პანდემიის წყალობით ჩემპიონთა ლიგიდან კარიერაში ჯერ კიდევ ერთხელაც არ გაუგდიათ, ხმების მხოლოდ 18.6% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ჟოზე მოურინიომ კი, რომელიც ათი წლის წინ პირველობისთვის გვარდიოლასთან ასპარეზობდა, ახლა ხმების მხოლოდ 1.8% მიიღო და მეექვსე ადგილს დაჯერდა.

ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც უდიდესი უპირატესობით ლიონელ მესი დასახელდა, რომელმაც ხმების 41.1% აიღო

მეორე ადგილზე ხმების მხოლოდ 13.8%-ით კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, მესამეზე კი 11.1%-ით - პელე.

ზუსტად 11%-მა ხმა ფენომენოს მისცა, 10%-მა კი დიეგო მარადონას.

ზინედინ ზიდანს ხმების 7.5% ერგო, ფრანც ბეკენბაუერს კი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მხოლოდ 8 ადამიანი თვლის

რომელია საუკეთესო ლიგა?

პრემიერ ლიგის და ლა ლიგის გულშემატკივრები ამაზე გამუდმებით კამათობენ, ჩვენს კვლევში კი გამარჯვებული ესპანეთის ჩემპიონატი გამოვიდა.

ლა ლიგას საუკეთესო ჩემპიონატად გულშემატკივრების 53% თვლის, პრემიერ ლიგას კი მხოლოდ 31%.

სერია ა-მ ხმების 10.4% მოაგროვა, ბუნდესლიგამ კი 2.6%

აი საფრანგეთის ჩემპიონატს მსოფლიოში საუკეთესო ლიგად 15 ადამიანი თვლის.

სხვა საინტერესო სტატისტიკითა და გამოკითხვებით მომავალში აუცილებლად დაგიბრუნდებით!

 

კომენტარები