მიკ ჯაგერმა, ლორდიმ, სიამ და კიდევ ორმოცდაათმა მუსიკოსმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ამერიკელ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიებში საკუთარი ნაწარმოებების გამოყენება აუკრძალეს.
"ჩვენ ვნახეთ, რომ მრავალი არტისტი და საავტორო უფლებების მფლობელი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილი გახდა. იძულებულები ვართ აგრესიულ მეთოდებს მივმართოთ, მოვითხოვთ ჩვენი სიმღერები ნებართვის გარეშე არც ერთმა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს. პოლიტიკოსებმა, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ, ჯერ იმ არტისტების გულის მოგებაზე უნდა იზრუნონ, ვის სიმღერებსაც დაუკითხავად იყენებენ კამპანიებში". –წერია მუსიკოსების მიმართვაში.
ხსენებული მუსიკოსების გარდა პეტიციას Aerosmith-ი, Blondie-ი, Pearl Jam-ი, Fall Out Boy-ი, Green Day-ი, ალანის მორისეტი, კორტნი ლავი, ჯეისონ ისბელი, Linkin Park-ი, ლიკე ლი, Black Keys-ი, რეგინა სპექტორი, R.E.M.-ი და სხვა არტისტები უერთდებიან.