რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი

Facebook/რაჭა ჩვენი სიყვარული

რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დაზიანებულია 10 ხიდი.  

რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლათქიშორა ადიდდა. . კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ გზები დააზიანა, ასევე, ჩანგრეულია ხიდები. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

"დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ცენტრალურ მაგისტრალზე სამი ლოკაცია არის დაზიანებული. აღდგენითი სამუშაოები, შემოვლითი გზის გაკეთება დავიწყეთ. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს". – უთხრა ჯაფარიძემ მთავარს. 

ჯაფარიძის თქმით, ყველაზე მეტად მთის რაჭა და მდინარე რიონის ირგვლივ მდებარე სოფლები - ღები, ჭიორა, გლოლა, შოვი და უწერა დაზარალდა.  

 

კომენტარები