ავტოავარია

პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში არასრულწლოვანს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

shutterstock

პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში სოფელ არაგვისპირთან ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ., კუთვნილი ავტომანქანით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ არაგვისპირთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

კომენტარები