83 წლის ასაკში, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ჯონ სექსონი პნევმონიით გარდაიცვალა.
სექსონმა სახელი 1972 წელს გაითქვა, როდესაც ეკრანებზე ფილმი Enter The Dragon-ი გამოვიდა. სურათში მთავარი როლი აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდოსტატმა ბრიუს ლიმ შეასრულა. სახასიათო მსახიობმა კარიერის განმავლობაში სამოცზე მეტი როლი ითამაშა.
1966 წელს ვესტერნ Appaloosa-ში შესრულებული როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია. შესრულებული აქვს როლები ფილმებში: Portrait in Black, Black Christmas, Tenebrae, A Nightmare on Elm Street.