თბილისის მერია

კალაძე: პრესის ჯიხურებისთვის კონკრეტულ ადგილებს განვსაზღვრავთ და აუქციონს გამოვაცხადებთ

ჯიხურებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენთვის ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჯიხურების განთავსება მიუღებელია. პრესის ჯიხურები კონკურენციას ვერ უწევს იმ ჯიხურებს, რომლებიც სხვადასხვა პრუდუქციით ვაჭრობენ. იმისთვის, რომ ბეჭდურ მედიას დავეხმაროთ და პრესის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, გვინდა, რომ ქალაქში გამოიძებნოს შესაბამისი ადგილები, სადაც პრესის ჯიხურებს განვათავსებთ. რა თქმა უნდა, ჯიხურების დიზაინი და ვიზუალი აუცილებლად იქნება შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, რომ მათი დიზაინი ჩვენი ქალაქის ურბანიტიკასთან შესაბამისობაში მოვიდეს. 

მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ აუქციონის გამოსაცხადებლად მზადება დაიწყოთ და ამ მიმართულების განვითარებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ ჯიხურებმა კოკა-კოლა და სნიკერსი უნდა გაყიდონ. მსგავს ჯიხურებს მხოლოდ და მხოლოდ პრესის მიმართულებით მუშაობა მოუწევთ. დაამუშავეთ, განსაზღვრეთ კონკრეტული ადგილები და აუქციონი გამოაცხადეთ

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები